სპორტის სოციოლოგია

სპორტის სოციოლოგია

სოციოლოგიის სფერო, რომელიც კონცენტრირდება სოციალური ინსტიტუბის (ოჯახი, განათლება, პოლიტიკა და ეკონომიკა), სოციალური ორგანიზაციების, სოციალური ურთიერთობებისა და ჯგუფური ქცევის პრობლემატიკაზე. იგი შეისწავლის სპორტის, როგორც საზოგადოებრივი მოვლენის ფუნქციონირებასა და განვითარებას საზოგადოების სოციალურ–პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ სფეროებთან კავშირში. სპორტი განიხილება როგორც გაცნობიერებული სათამაშო მოღვაწეობა და განისაღვრება საზოგადოებისა და ინდივიდის განვითარების შინაგანი და გარეგანი ფაქტორებით. ს. ს–ის კვლევის ობიექტებია ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები, როგორიცაა სპორტი, როგორც სოციალურ–კულტურული სისტემა, მისი სოციალური ფუნქციები, მისი კავშირი სხვა სოციალურ ინსტიტუტებთან (ოჯახი, ეკლესია, სხვადასხვა ორგანიზაციები). სპორტსმენების ღირებულებებსა და ქცევასთან, სპორტი და დასვენება, სპორტი და შრომა, სპორტი და დანაშაული, სპორტი და აგრესია და ა.შ. ს. ს–ის მნიშვნელოვანი მიმართულებაა სპორტული კოლექტივებისა და სპორტული ორგანიზაციების სტრქუტურულ–ფუნქციური ანალიზი.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……