სტრატიფიკაცია

სტრატიფიკაცია

საზოგადოების დაყოფა იერარქიულ ფენებად სხვადასხვა სოციალური მახასიათებლის საფუძველზე, რომლის შედეგია უფრო მაღალი და უფრო დაბალი ფენების არსებობა. სოციალური განსხვავებები საზოგადოებაში სტრატიფიცირდება მაშინ, როდესაც ამა თუ იმ მახასიათებლის (მაგ., სიმდიდრის, კაპიტალის) ფლობა ან არფლობა იქცევა სისტემის შიგნით ინდივიდების მთავარ გამანაწილებელ პრინციპად. ს. სოციალური უთანასწორობის საფუძველია, რამდენადაც ის გულისხმობს უფლებებისა და პრივილეგიების, პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების, სოციალური კეთილდღეობის, ძალაუფლებისა და ა.შ. არათანაბარ განაწილებას საზოგადოების წევრებს შორის. სოციალური ს–ის უამრავი კონკრეტული ფორმა არსებობს. თუ ხდება ეკონომიკური სტატუსის მიხედვით ინდივიდების დაყოფა, როდესაც, ზოგადი სახით, გამოიყოფა ორი სტრატა – მდიდრები და ღარიბები – მაშინ ხდება ეკონომიკური დიფერენციაციაც. თუ საზოგადოებაში არსებობს იერარქიულად განსხვავებული რანგები ძალაუფლების სხვადასხვა ხარისხის შესაბამისად, პრესტიჟის, ავტორიტეტის და სხვ. ფლობის თვალსაზრისით, როდესაც საზოგადოება, ზოგადად, იყოფა მმართველებად და მართულებად, ხდება პოლიტიკური ს. ხოლო მაშინ, როდესაც საზოგადოება დაყოფილია სხვადასხვა საქმიანობის მქონე ჯგუფებად, ეს მიუთითებს პროფესიულ ს–ზე. სხვადასხვა საზოგადოება იყენებს ინდივიდების იერარაქიული განლაგების განსხვავებულ პრინციპს. ტრადიციული საზოგადოებები ხშირად მიმართავენ მემკვიდრეობით მახასიათებლებს, მაშინ როცა თანამედროვე საზოგადოებები იყენებენ სიმდიდრეს ან შემოსავალს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……