სუბვენცია

სუბვენცია

E. subvention

G. subvention

Fr. subvention

L. subvenire დასახმარებლად მოსვლა

1. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისათვის ან მეურნეობის ცალკეული სფეროსათვის სახელმწიფო ფინანსური დახმარების სახეობა, რომელიც გაიცემა მიზნობრივი დანიშნულებით (დოტაციისაგან განსხვავებით);

2. ფულადი თანხა, რომელიც ბიუჯეტის ზემდგომი დონიდან გამოიყოფა განსაზღვრული ვადით და კონკრეტული მიზნით შესაბამისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ან ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გათანაბრებისთვის. დოტაციისგან განსხვავებით იგი მკაცრი მიზნობრივი დანიშნულებით და ვადის დადგენით ხასიათდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სუბვენცია დაბრუნებას ექვემდებარება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. სუბვენცია – განსაზღვრული ოდენობის მიზნობრივი ფულადი დახმარება, რომელსაც საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო გამოყოფს შესაბამისი ღონისძიების ან/და ობიექტის დასაფინანსებლად.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“, 2002 წლის 19 ივნისი, მუხლი 3. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……