სუბსენსორული პროცესები

სუბსენსორული პროცესები – (ლათ. წინსართი sub –  ქვევით, ქვემოთ + sensus გრძნობა, შეგრძნება) ადამიანის ფსიქიკური მოქმედების სახე, რომელიც ხორციელდება ცნობიერების მონაწილეობის გარეშე, შეუცნობელ დონეზე. მათ მიეკუთვნება ე. წ. გაურკვეველი, დაბინდული შეგრძნებები, რომლებიც გამოწვეულია გაუცნობიერებელი გარეშე გამღიზიანებლებით, ასევე შინაგანი ორგანოებიდან ან ჩონჩხ – კუნთოვანი აპარატიდან მომდინარე გაღიზიანებით; ავტომატიზებული ჩვევები და მოძრაობები, რომელიც ხორციელდება ცნობიერების გარეშე; ასევე გაუცნობიერებელი, გარეშე სტიმულებით გამოწვეული  ქცევითი, ემოციური, ვეგეტატიური, ბიოელექტრული და სხვა რეაქციები.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……