სუიციდი

სუიციდი – – 1. (ფსიქოლოგია)  (ინგლ. suicide – თვითმკვლელობა)  თვითმკვლელობის აქტი, რომელსაც ახდენს ადამიანი ფსიქიკური დაავადების ზეგავლენით ძლიერი სულიერი აშლილობისას (იხ. ფსიქოზები); ესაა სიცოცხლის აღკვეთის გაცნობიერებული აქტი, მწვავე ფსიქოტრავმირებადი სიტუაციების ზეგავლენით (იხ. ფსიქიკური ტრავმა), რომლის დროს მოცემული ადამიანისათვის საკუთარი სიციცხლე, როგორც უმაღლესი ფასეულობა, კარგავს მნიშვნელობას. სუიციდის მიზეზები მრავალფეროვანია და ეფუძნება არა მარტო სუბიექტის პიროვნულ დეფორმაციას ფსიქოტრავმულ სიტუაციაში, რომელიც მის გარშემოა, არამედ საზოგადოების სოციალ – ეკონომიკურ ზნეობრივ ორგანიზაციას. შექმნილია სპეციალური სუიციდოლოგიური სამსახური, ,,ნდობის ტელეფონი”, კრიზისული ფსიქოთერაპიის ცენტრები). 2.  (თვითმკვლეობა) გამიზნულად საკუთარი სიცოცხლის აღკვეთა.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……