სწავლებისადმი კონსტრუქტივისტული მიდგომა

სწავლებისადმი კონსტრუქტივისტული მიდგომა

ამ მიდგომის მიხედვით, ადამიანები სწავლობენ აზროვნების და გამოცდილების საფუძველზე, რის შედეგადაც უფრო რთული შემეცნებითი უნარები უვითარდებათ. აქედან გამომდინარე, კონსტრუქტივიზმი ორიენტირებულია მოსწავლის ძალისხმევაზე. მოსწავლე სწავლის (ან შემეცნების) პროცესის აქტიური მონაწილეა. იგი პასიურად კი არ ისრუტავს ინფორმაციას, რომელიც მოწოდებულია მასწავლებლის მიერ, არამედ მწყობრად აშენებს საკუთარ ცოდნას მისთვის უკვე ცნობილისა და წინა გამოცდილებების საფუძველზე. აშენების პროცესში მასწავლებელი ისევე ეხმარება მოსწავლეს, როგორც ხარაჩოები – მშენებელს. ხარაჩოების ფუნქციას ასრულებს მასწავლებლის მიერ შემუშავებული აქტივობები, მასწავლებლის მიერ შექმნილი გარემო და სასწავლო სიტუაციები, რომელშიც მოსწავლე დამოუკიდებლად აგებს საკუთარ ცოდნას. კონსტრუქტივისტული მიდგომებია: პიაჟეს შემეცნებითი აზროვნების თეორია და ბრუნერის თეორია; შემეცნებითი ფსიქოლოგიისა და კონსტრუქტივიზმის თეორიებმა დიდი როლი შეასრულა აქტიური სწავლების დანერგვის საქმეში დასავლეთის ქვეყნებში. ამ მიდგომის თანახმად, მოსწავლეს სწავლაში ენიჭება აქტიური და დამოუკიდებელი როლი. სასწავლო აქტივობის შერჩევა, მისი შესრულების ტემპის განსაზღვრა და შეფასება ხდება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ერთობლივი შეთანხმებით. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მოსწავლის ინტერესზე და სწავლა უფრო ინდივიდუალიზებულია. ცოდნის და უნარჩვევების შეძენა ხდება მოსწავლის და მასწავლებლის მიერ ერთობლივად შერჩეულ თემებზე და სავარჯიშოებზე მუშაობის შედეგად. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის და სასკოლო ჩართულობის გაზრდას და განაპირობებს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……