ტასისი

ტასისი

E. Tacis

ტასისი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამაა, რომელიც გრანტების სახით აფინანსებს პროექტებს სხვადასხვა სფეროში. პროგრამა 1991 წელს დაიწყო და მას შემდეგ იგი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ცამეტ ქვეყანაზე ვრცელდება. ეს ქვეყნებია: აზერბაიჯანი, ბელორუსია, თურქმენეთი, მოლდოვა, მონღოლეთი, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი. ტასისი ევროკავშირსა და ყოფილ საბჭოთა რესპულიკებს შორის მოქმედი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების განხორციელების ფინანსური ინსტრუმენტია ტასისის სამართლებრივ საფუძველს ევროკავშირის მინისტრების საბჭოს რეგლამენტები წარმოადგენს. ბოლო რეგლამენტი 2000-2006 წლებს მოიცავს და ძირითად ყურადღებას უთმობს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ინსტიტუციური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული რეფორმები, კერძო სექტორის განვითარება, ინფრასტრუქტურის განვითარება, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა და ბირთვული უსაფრთხოება ტასისის დაფინანსება თითოეული ქვეყნისათვის შემუშავებული ეროვნული პროგრამების მიხედვით ხორციელედება. ეს პროგრამა, თავის მხრივ, ინდიკატიური და სამოქმედო პროგრამებისაგან შედგება. ინდიკატიური პროგრამები სამოთხ წელიწადს მოიცავს და თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. სამოქმედო გეგმები კი ერთი წლის განმავლობაში დასაფინანსებელ კონკრეტულ პროექტებს მოიცავს.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……