ტელეკომუნიკაციები

ტელეკომუნიკაციები

E. Telecommunications

ერთიანი ბაზრის შექმნის დასრულებასთან ერთად, ევროგაერთიანების პრიორიტეტად იქცა ტელეკომუნიკაციების ლიბერალიზაცია. 1988 წელს საბჭოს დირექტივამ სატელეკომუნიკაციო ტერმინალების ბაზარი კონკურენციისათვის ღიად გამოაცხადა შემდგომ ეტაპზე, 1990 წელს მიღებული დირექტივით განხორციელდა სატელეკომუნიკაციო მომსახურების ლიბერალიზაცია. 1994 წელს ლიბერალიზაცია შეეხო სატელიტურ კომუნიკაციებსა და სამაუწყებლო მომსახურებას, 1996 წელს კი საკაბელო სატელევიზიო ქსელებსა და მობილურ კომუნიკაციებს. ამავე დროს, 1990 წელს, შეიქმნა ტელეკომუნიკაციების ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ქსელი. საერთო წესების მიღებამ შესაძლებელი გახადა ბაზარზე ახალ ოპერატორთა დაშვების პირობათა ჰარმონიზაცია. 1990 წელს, ასევე სპეციალური დირექტივით განხორციელდა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების სფეროებში კონტრაქტების მინიჭების პროცედურის ლიბერალიზაციაც 1994 წლიდან ფართოდ გავრცელდა „ინფორმაციული საზოგადოების“ კონცეფცია, რომელიც ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობას წარმოადგენდა. ამავე პერიოდიდან, ტელეკომუნიკაციების სტრუქტურების ლიბერალიზაციამ ბიძგი მისცა მულტიმედიის განვითარებას ევროპული სატელეკომუნიკაციო ბაზრის შექმნის მიზნით მიღებულ იქნა სხვადასხვა ინიციატივები მობილური და სატელიტური კომუნიკაციების სტანდარტების ჰარმონიზაციისათვის. რეგიონალური განვითარების ევროპული ფონდისა და ევროპული საინვესტიციო ბანკის მეშვეობით ევროგაერთიანება ასევე აფინანსებს კვლევით პროგრამებს საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ტრანს-ევროპულ სატელეკომუნიკაციო ქსელებში.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……