ტესტი

ტესტი

სტრუქტურირებული ინსტრუმენტი, რომელიც იქმნება მოსწავლის განვითარების მოცემულ ეტაპზე ცოდნის და უნარ-ჩვევების გასაზომად ანუ შესაფასებლად. ტესტი შესაძლოა ეფუძნებოდეს ნორმას ან რაიმე კრიტერიუმს, იყოს სტანდარტიზებული ან საგნის მასწავლებლების მიერ შექმნილი. ტესტის შეკითხვები ძირითადად სამი ტიპისაა: მრავალჯერადი არჩევანის შეკითხვები, როდესაც ტესტი შეიცავს კითხვას, რომელსაც მოსდევს რამდენიმე პასუხი, რომლიდანაც მხოლოდ ერთია სწორი; შეკითხვები, რომელზეც მოსწავლემ უნდა დაწეროს პასუხი და მცდარი და ჭეშმარიტი პასუხების შეკითხვები.

ოფიციალური საგამოცდო ტესტები (მაგ. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის) იქმნება ხანგრძლივი პროცესის შედეგად. კერძოდ, საგნობრივი საგამოცდო ტესტების შემუშავება მოიცავს შემდეგ ეტაპებს: (1) საგნის სპეციალისტები შეიმუშავებენ ტესტის კითხვების ბაზას და შეფასების შესაბამის სქემას, (2) სქემა გამოიცდება რამდენიმე წინასწარ შერჩეულ სკოლაში, (3) ტესტის კითხვები გასწორდება და დაიხვეწება მოსწავლეთა ნამუშევრების და მასწავლებელთა შენიშვნების მიხედვით, (4) კითხვები ხელახლა გამოიცდება მოსწავლეთა უფრო დიდ რაოდენობაზე, (5) ჩატარდება ამ კითხვათა ფსიქომეტრული ანალიზი მათი სირთულის ხარისხისა და სანდოობის საბოლოოდ დადგენის მიზნით, (6) კითხვები კიდევ ერთხელ განიხილება პედაგოგებთან ერთად, (7) გამოთქმული მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით საბოლოოდ დადგინდება საგამოცდო ტესტის კითხვების ტიპები, სახეები, ტესტის ფორმატი და შეფასების სქემა.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

E. test გამოცდა, გამოკვლევა

1. ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების, ნებელობითი თვისებებისა და სხვა ფსიქოფიზიოლოგიური მახასიათებლების შეფასებისთვის შედგენილი სტანდარტული ფორმის ამოცანა;

2. განსაზღვრული სოციალური ჯგუფის წევრიინდივიდების დამახასიათებელი მასალის მიღების მიზნით კითხვარი;

3. კომპიუტერის მუშაობის გამართულობის შესამოწმებელი სპეციალური ამოცანა ცნობილი ამონახსნით.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……