ტოლერანტობა

ტოლერანტობა

E. Tolerance

See also: შემწყნარებლობა

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

სხვისი ქცევებისა და შეხედულებების შეწყნარება. ტოლერანტიზმს თავდაპირველად რელიგიური დატვირთვა ჰქონდა და ჩამოყალიბდა ერთსა და იმავე ქვეყანაში სხვადასხვა კონფესიების მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპად. შემდგომში ტ. დემოკრატიული თეორიის ბაზისურ ღირებულებად იქცა. უკვე სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი პრესის არსებობა გულისხმობს პოლიტიკური ოპოზიციისადმი შემწყნარებლობას. ტ-ის პოლიტიკური პრინციპი აუცილებლად გულისხმობს გამიჯვნას „თქმასა“ და „მოქმედებას“ შორის. ისეთი საზოგადოება, სადაც შეხედულებების თავისუფალი გამოთქმა შეზღუდულია, უთუოდ არადემოკრატიულად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ იგივე არ ვრცელდება მოქმედების თავისუფლებაზედაც. დემოკრატიულ სახელმწიფოში დასაშვებია თუნდაც თავად დემოკრატიის საწინააღმდეგოდ მიმართული შეხედულებებით საჯაროდ გამოსვლა, მაგრამ არა ანალოგიური ქმედებები.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

ადამიანის შესაძლებლობა აღიაროს, პატივი სცეს ან გაითვალისწინოს სხვა ადამიანის რწმენა, ქცევა, ღირებულებები.

ტოლერანტული ღირებულებების განვითარების მიზანია, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ არაძალადობის გზით განსხვავებულ კულტურის, რასის, სქესისა და რელიგიის მქონე ადამიანებთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

2. ტოლერანტობა – Tolerance  – ტოლერანტობა არის ადამიანის შესაძლებლობა აღიაროს, პატივი სცეს ან გაითვალისწინოს სხვა ადამიანის რწმენა, ქცევა, ღირებულებები.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……