ტრანსნაციონალიზმი

ტრანსნაციონალიზმი

ტერმინი წარმოიქმნა ზედსართავიდან ტრანსნაციონალური, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ერსმიღმიერს (სახელმწიფოსმიღმიერს) ნიშნავს. საერთაშორისო ურთიერთობებში ტ-ის ცნება გულისხმობს როგორც ურთიერთობებს სხელმწიფოებს (ერებს) შორის, ისე სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციებს შორის. უკანასკნელ წლებში ტ-ში უფრო ხშირად იგულისხმება გლობალიზაციის შედეგი, როცა სახელმწიფოებისა და ერების როლი განუხრელად მცირდება როგორც ურთიერთობებში, ისე ორგანიზაციებში. ყველა შემთხვევაში ტ. აღნიშნავს ეროვნულ (სახელმწიფო) საზღვრებს მიღმიერ ურთიერთობებს. ტრანსნაციონალური კავშირი გულისხმობს მოძრაობის სამ სახეს: ა) ფიზიკური ობიექტების (მათ შორის მოსახლეობის) მოძრაობას; ბ) ინფორმაციისა და იდეების მოძრაობას; გ) ფულისა და კრედიტების მოძრაობას. ტრანსნაციონალური კავშირის გააქტიურებამ და ტრანსნაციონალური ორგანიზაციების რიცხვის ზრდამ მნიშვნელოვნად გაზარდა არასახელმწიფოებრივი აქტორების როლი საერთაშორისო ურთიერთობებში და საგრძნობლად შეასუსტა სახელმწიფოცენტრიზმი.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……