უდიდესი ნაშთის მეთოდი

უდიდესი ნაშთის მეთოდი – Largest Remainder Method  – დარჩენილი ხმების განაწილების მიზნით გამოიყენება სიითი პროპორციული წარმომადგენლობის სისტემებში. ეს მეთოდი გამოიყენება პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობის პროპორციულად, ჰერის, დრუპის ან იმპერიალის კვოტების გამოყენებით. მანდატების გადანაწილება ხდება ჯერ კვოტების მიხედვით, ხოლო შემდეგ უდიდესი ნაშთის ფორმულით. დათვლა ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპი: პარტიებს მანდატები გადაეცემათ კვოტების შესაბამისად (კვოტები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ სამი სისტემიდან რომელი გამოიყენება). მეორე ეტაპი: დარჩენილი ადგილების გადანაწილება ხდება ხმების დარჩენილი ნაშთის (დარჩენილი ხმების) მიხედვით. ერთადერთი განსხვავება უდიდესი ნაშთის სისტემაში უკავშირდება კვოტების გამოთვლას. ოლქებიდან მიღებული ხმათა საერთო რიცხვი შეიძლება გაიყოს ასარჩევ დელეგატთა რაოდენობაზე (ჰერის კვოტის მიხედვით), ან ასარჩევ დელეგატთა რაოდენობას +1-ზე და მიღებულ ციფრს ემატება ერთი .    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……