უვიზო შესვლა

უვიზო შესვლა

E. Visa-free entry

სახელმწიფოში შესვლა ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ვიზის მიცემის აუცილებლობის გარეშე. უ-დ შ-ის წესი (თუნდაც მოკლევადიანი მგზავრობის დროს, როდესაც საჭიროა უცხო ქვეყანაშიშესვლა-გამოსვლის ვიზა). დგინდება სახელმწიფოთა შეთანხმების საფუძველზე (იხ. შენგენის ვიზა). უ-დ შ-ის წესი არ ცვლის ქვეყანაში შესვლა-გამოსვლის ნებართვის მიღების სისტემას, რომელიც ყველა საჭირო დოკუმენტის (მაგ., პასპორტის) წარდგენის აუცილებლობას. ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფოებს შეუძლიათ გახსნან საზღვრები. წესისამებრ, ამგვარი შეთანხმებები ვრცელდება მხოლოდ ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების მოქალაქეებზე. გამონაკლის შემთხვევებში სახელმწიფოებს შეუძლიათ, საზღვარი გახსნან ცალმხრივად (მაგ., ლტოლვილების მიღების მიზნით (იხ. ლტოლვილები და ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირები)). საზღვრის გახსნის პირობებით, რომლებიც ხელშეკრულებაში ან ცალმხრივ აქტებში არის განსაზღვრული, შეიძლება დაიშვას საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი დოკუმენტების საფუძველზე (მაგ., პირადობის მოწმობის წარდგენით და სხვ.). ამასთან საზღვრის გახსნა არ ნიშნავს საბაჟო, სანიტარული და სხვა სახის კონტროლის ავტომატურად გაუქმებას.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……