უკანონო იმიგრანტი

უკანონო იმიგრანტი

E. Unlawful illegal immigrant

უცხოელი, რომელიც შემოდის სახელმწიფოში აქ სამუდამოდ ან დროებით დასახლებისათვის (იხ. იმიგრანტი). ამ სახელმწიფოში არსებული იმიგრაციული წესების გვერდის ავლით – საზღვრის უკანონო, ფარულად გადალახვის გზით (ყალბი პასპორტების ან სხვა ასეთი დოკუმენტის გამოყენებით, სახელმწიფო საზღვრის მანქანებში სპეციალურად გაკეთებულ სამალავებში მოთავსებით და სხვ.). აგრეთვე, აღსანიშანავია, ის პირები, რომლებიც თავდაპირველად კანონიერად შედიან ქვეყანაში, მაგრამ მერე, ვიზის ვადის გასვლის შემდეგ, რჩებიან და ემალებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს. უი-ის აღმოჩენისას სახელმწიფო, როგორც წესი, ახდენს მათ გაძევებას ან დეპორტაციას, გამონაკლის შემთხვევებში, სახელმწიფო გამოსცემს ერთჯერად აქტს, რომლითაც იმ დროისთვის ყველა უი-ს ანიჭებს ლეგალურ სტატუსს.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……