უკანონო რადიომაუწყებლობა

უკანონო რადიომაუწყებლობა

E. Unlawful radio broadcasting

საერთაშორისო ხასიათის დანაშაული, რომელიც ხელყოფს საერთაშორისო ურთოერთობათა სტაბილურობას და რომლის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დადგენილია ელექტროკავშირის 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით, საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს 1982 წლის კონვენციით, ევროპის 65 წლის შეთანხმებით ისეთი მაუწყებლობის აკრძალვის შესახებ, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო ტერიტორიების გარეთ განლაგებული სადგურებიდან. ამ ხელშეკრულებათა მონაწილე სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრონ იმ პირებს, ვინც დამნაშავეა არასაქციონირებული რადიო ან ტელეგადაცემების მოწყობაში, რომლებიც განკუთვნილია მომიჯნავე თუ სხვა ქვეყნების მოსახლეობისათვის \nსაზღვაო სამართალი შესახებ გაეროს 1982 წლის კონვენცია კრძალავს არასანქცირებულ გადაცემებს და ადგენს სპეციალურ წესებსა და პასუხისმგებლობას სათანადო პირისათვის იმ სახელმწიფოს სასამართლოში, რომლის ალმითაც ღია ზღვაში დაცურავს ხომალდი, საიდანაც ხორციელდება უკანონო მაუწყებლობა; სადაც რეგისტრირებულია დანადგარი, რომლიდანაც ხორციელდება მაუწყებლობა; რომლის მოქალაქე აწარმოებს არასანქციონირებულ გადაცემას; სადაც იღებენ ისეთ გადაცემებს (ან შეიძლება მიიღონ), რომლის კანონიერ მაუწყებლობას შეფერხებას უქმნიან. ამ სახელმწიფოთა სამხედრო ხომალდებს (სამხედრო საფრენ აპარატებს) ან სხვა უფლებამოსილ ხომალდებს შეუძლიათ შეამოწმონ ხომალდები (რომლებსაც სახელმწიფო იმუნიტეტი არ გააჩნიათ), საიდანაც არასანქციონირებული მაუწყებლობა წარმოებს, თუ საფუძვლიანი ეჭვი აქვთ უკანონო რადიო და ტელეგადაცემათა შესახებ.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……