ულტიმატუმი

ულტიმატუმი

საერთაშორისო სამართალში ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსადმი გაგზავნილი მოკლე დიპლომატიური ნოტა, რომელიც შეიცავს კონკრეტულ ვადაში კონკრეტული პრობლემის გადაჭრის კატეგორიულ მოთხოვნას. უ–ის თემა არ შეიძლება იყოს განხილვის დისკუსიის საგანი. უ–ის შეუსრულებლობას ავტომატურად მოჰყვება დიპლომატიურ ურთიერთობათა შეწყვეტა, ან უარეს შემთხვევაში, სამხედრო ძალის გამოყენება, რისი შესაძლებლობაც დაფიქსირებულია თავად უ–ის ტექსტში, რომელიც შეიცავს მუქარას.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. ultimatum

G. ultimatum

L. ultimus უკანასკნელი, საბოლოო

ვინმეს საწინააღმდეგოდ მიმართული კატეგორიული მოთხოვნა, უარის შემთხვევაში ზემოქმედების გადამწყვეტი ზომების მიღების მუქარით.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……