უნივერსალური სისტემა

უნივერსალური სისტემა

საერთაშორისო სისტემის ერთ–ერთი ტიპი მ. კაპლანის ტიპოლოგიით. უ.ს. რეალურად არარსებული, ჰიპოთეზური ტიპია. იგი შეიძლება ჩამოყალიბდეს ბიპოლარულ სისტემაში, თუ ამ უკანასკნელში საერთაშორისო ორგანიზაციების როლი ძალიან გაიზრდება და ეს ორგანიზაციები საერთაშორისო ურთიერთობების მთავარ აქტორებად იქცევა. უ.ს–ში უნდა არსებობდეს პოლიტიკური ქვესისტემა, რომელიც იურიდიულად განსაზღვრავს სისტემის სახელმწიფოთა მოქმედების ძირითად წესსა და ზღვარს. ასეთ სისტემაში სახელმწიფოების ფასეულობათა სისტემები თითქმის ერთნაირია, რაც თავისთავად გულისხმობს კაცობრიობის განვითარების მაღალ დონეს. გარკვეულ პირობებში უ.ს. შესაძლებელია გარდაიქმნას ბიპოლარულ ან ძალთა წონასწორობის სისტემად. თეორიულად შესაძლებელია, რომ უ.ს –ის უძლიერესმა აქტორმა ძალით გადააქციოს იგი იერარქიულ სისტემად.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……