უოთერგეიტი

უოთერგეიტი

E. watergate. watergate ნაპირზე გამავალი (ქალაქის) ჭიშკარი

1. პოლიტიკური სკანდალი, რომელიც გამოიწვია 1972 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მოსამზადებელ პერიოდში შეერთებული შტატების მმართველი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ სასტუმრო “უოთერგეითში” (სადაც განლაგებული იყო დემოკრატიული პარტიის შტაბბინა) მოსასმენი აპარატის უკანონო დამონტაჟების ფაქტის აღმოჩენამ (აღნიშნული სკანდალის მიმდინარეობისას გამოვლინდა აგრეთვე კორუფციის, ცრუმოწმეობის მრავალი ფაქტი და ა.შ., რის გამოც პრეზიდენტი ნიქსონი იძულებული შეიქნა იმპიჩმენტის მუქარით გადამდგარიყო თანამდებობიდან);

2. უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების საძრახისი საქციელით გამოწვეული რაიმე პოლიტიკური სკანდალი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……