ურბანიზაციის სოციოლოგია

ურბანიზაციის სოციოლოგია

დარგობრივი სოციოლოგიის სფერო, რომელიც სწავლობს სოციალურ–ტერიტორიული ერთობის აღმოცენების, ფუნქციონირებისა და განვითარების კანონზომიერებებს, მის სოციალურ–ეკონომიკურ ბუნებას, აღწარმოების სტრუქტურას, მის ცხოვრების წესსა და ტიპოლოგიას. თანამედროვე სოციოლოგიურ თეორიაში ურბანიზმი წარმოდგენილია იმ ძალად, რომელსაც გააჩნია საზოგადოების კონსენსუსის მდგომარეობამდე მიყვანის, აგრეთვე ქალაქური ცხოვრების წესის დახმარებით კულტურული, პოლიტიკური და სოციალური ინტეგრაციის მიღწევის უნარი. ლ. ვირტის ურბანისტული კონცეფციის თანახმად, მოსახლეობის რიცხობრივობა, სიმჭიდროვე და არაერთგვაროვნება გამოვლენას პოულობს განსაკუთრებულ ქალაქურ კულტურაში, რომელიც ხასიათდება ანონიმური, საქმიანი, ხანმოკლე, კერძო და ხშირი კონტაქტებით პიროვნებათაშორის ურთიერთობებში, ტერიტორიული ერთობების მნიშვნელობის დაცემით, მეზობლური ურთიერთობების გაქრობით, ოჯახის როლის შესუსტებით, კულტურული სტერეოტიპების მრავალგვარობით, ქალაქის მცხოვრების სოციალური სტატუსის არამყარობით, მისი მობილობის ზრდით, ტრადიციების როლის შესუსტებით. XIX ს–ის 70–იან წლებში ვირტის „უ–ის თეორიას“ ცვლის „ახალი ქალაქის სოციოლოგიის“ თეორია, რომლის მიხედვითაც, ქალაქის დასახლებების სიმჭიდროვე ქმნის შრომის რთული დანაწილებისა და სოციალურ ურთიერთობათა ფუნდამენტური გარდაქმნების საფუძველს.

See also: ქალაქი

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……