ურთიერთთავსებადობის კრიტერიუმები

ურთიერთთავსებადობის კრიტერიუმები

E. Convergence Criteria

ეკონომიკური და სავალუტო კავშირის დაარსებისათვის წევრ სახელმწიფოთა ეკონომიკის მდგრადი ურთიერთთავსებადობის მისაღწევად მაასტრიხტის ხელშეკრულება ითვალისწინებს ხუთ კრიტერიუმს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს თითოეული წევრი სახელმწიფო ეკონომიკური და სავალუტო კავშირის მესამე ეტაპზე გადასვლამდე. კომისია და ევროპის ცენტრალური ბანკი მუდმივად ამოწმებდნენ აღნიშნული კრიტერიუმების შესრულებას. ეს კრიტერიუმებია: ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტს; სახელმწიფო ვალი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს; უნდა შენარჩუნდეს ფასების სტაბილურობა და ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი შემოწმებამდე ერთი წლის განმავლობაში. კერძოდ, ინფლაცია ერთნახევარ პროცენტზე მეტად არ უნდა აღემატებოდეს სამი ყველაზე წარმატებული წევრი სახელმწიფოს მონაცემებს; უნდა არსებობდეს გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც სამი ყველაზე წარმატებული ქვეყნის მაჩვენებელს არ უნდა აღემატებოდეს ორ პროცენტზე მეტად; უნდა მოხდეს ევროპულ სავალუტო სისტემაში არსებული სავალუტო გაცვლის კურსების მექანიზმით გათვალიწინებული საზღვრების დაცვა ორი წლის განმავლობაში; ურთიერთთავსებადობის კრიტერიუმების დანიშნულებაა, რომ ეკონომიკურმა განვითარებამ ეკონომიკურ და სავალუტო კავშირის შიგნით პრობლემები არ შეუქმნას თითოეულ წევრ სახელმწიფოს. ამასთანავე, სახელმწიფო ვალთან და დეფიციტთან დაკავშირებული კრიტერიუმები უნდა სრულდებოდეს მესამე ეტაპის დაწყების შემდეგაც. ამ მიზნის მისაღწევად 1997 წელს ამსტერდამის ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ იქნა სტაბილურობის პაქტი.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……