ურჩი სახელმწიფო

ურჩი სახელმწიფო

(rouge state, pariah state), სახელმწიფო, რომელიც თავისი პოლიტიკური სისტემის ან ხელმძღვანელობის ქცევის გამო საერთაშორისო დიპლომატიურ იზოლაციაშია მოქცეული. ამ სახელმწიფოების მმართველობის ლეგიტიმურობას საერთაშორისო თანამეგობრობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რადგან ისინი არ ემორჩილებიან საერთაშორისო სამართლის, დიპლომატიისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ქცევის წესებს. უ.ს–ს სტატუსი ხშირად სუბიექტური კატეგორიაა. სხვადასხვა თვალსაზრისით, უ.ს–ებს ჩვენს დროში შეიძლება მიეკუთვნებოდეს ლიბი, ა კუბა, ჩრდილოეთი კორეა, ერაყი, სირია ან ირანი. ისტორიულად უ.ს–ები იყო ბოლშევიკური რუსეთი და გერმანია ვაიმარის რესპუბლიკის ხანაში.

See also: მასობრივი განადგურების იარაღი, პარია სახელმწიფო

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……