უტილიტარიზმი

უტილიტარიზმი

სოციალურ მეცნიერებებში სარგებლიანობის თეორიის ერთ–ერთი ვარიანტი. მისი პრინციპია სოციალური ცხოვრებისა და პროცესების განხილვა სარგებლიანობასთან მიმართებაში, შესაბამისად, ყველა არსებული ურთიერთობის სარგებლიანობისთვის დაქვემდებარება. უ–ს დასაბამი მიეცა ბენტამის თეორიაში, რომელშიც ყოველგვარი მიმართების ერთადერთი შინაარსი სარგებლიანობაა. ბენტამი სარგებლიანობას აიგივებდა სიამოვნებასთან, ტკბობასთან და მიაჩნდა, რომ ზნეობრიობის საფუძველი უნდა იყოს „რაც შეიძლება მეტი ადამიანის სწრაფვა რაც შეიძლება მეტი სიამოვნებისკენ“, კაცობრიობის ჭეშმარიტი მიზანი კი – სარგებლიანობის მაქსიმალიზება ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიზაციის საფუძველზე. ბენტამი ცდილობდა ამ მიდგომის მისადაგებას ეკონომიკისადმი, მართვისადმი, სამართლისადმი. მის მიერ გამოყენებულ ერთადერთ ოპერაციონალურ ინსტრუმენტს წარმოადგენდა სარგებლიანობისა და ტანჯვის ბალანსი. უ–ის უძლიერესი გავლენა განიცადა ადრინდელმა, განსაკუთრებით, სპენსერის სოციოლოგიამ, მოგვიანებით კი დიურკემის მკვეთრი კრიტიკის ობიექტი გახდა. თანამედროვე სოციოლოგიაში უ–ის პრინციპებმა გამოყენება ვერ პოვა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. utilitarianism

Fr. utilitarisme

L. utilis

1. ნებისმიერ საკითხთან მიმართებით არსებული მიდგომა, რომლის საფუძველთა საფუძველია ყველაფრისგან ხეირის, სარგებლის მიღება;

2. ეთიკაში პოზიტივისტური მიმართულება, რომლის მიხედვითაც ადამიანის ქმედების ძირითად კრიტერიუმსა და ზნეობრიობის საფუძველს სარგებელი წარმოადგენს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……