უტოპიური სოციალიზმი

უტოპიური სოციალიზმი

XVII-XVIII სს–ის უტოპიური იდეები სოციალური პროტესტის მოძრაობაში, რევოლუციურ წრეებსა და პარტიებში, აგრეთვე საუკუნის ახალ გლობალურ პოლიტიკურ იდეებში, სამრეწველო და დემოკრატიულ რევოლუციებშიც აისახა. კერძოდ, XIX ს–ის დასაწყისში ფართოდ გავრცელდა სენ–სიმონის, ფურიეს, ოუენის, კაბეს და სხვათა მიერ ფორმულირებული იდეები სამრეწველო მუშათა კლასის ბრძოლის შედეგად საზოგადოების დეჰუმანიზირებული და ექსპლუატატორული ინდუსტრიალიზაციისაგან გადარჩენის შესახებ. სოციალ–უტოპისტები ლაპარაკობდნენ ახალი საზოგადოებრივი წყობის შესახებ, სადაც სრული ჰარმონია, მშვიდობა და სამართლიანობა სუფევს. ისინი ხშირად დეტალურად აღწერდნენ თუ როგორ იქნებოდა ორგანიზებული ასეთი საზოგადოება პატარა თემის სახით, ეროვნულ (ფურიე, ოუენი) და საერთაშორისო დონეზეც კი (სენ–სიმონი, კაბე). მარქსი და ენგელსი ცდილობდნენ მკაფიოდ გაემიჯნათ უტოპიური და, მათი აზრით, მეცნიერული სოციალიზმი. თავიანთი წინამორბედების – უტოპიური სოციალისტების იდეებს, რომლებიც საკმაოდ დიდ იმედს ამყარებდნენ გონიერებასა და განათლებაზე, როგორც სოციალიზმის მშენებლობის ძირითად ინსტრუმენტზე, ისინი უპირისპირებდნენ კლასობრივი ბრძოლისა და საზოგადოების რევოლუციური გარდაქმნის აუცილებლობის იდეას.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……