უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე

უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე

უდიდესი და თავისი მნიშვნელობით უპირველესი საუფლო დღესასწაული, მოძრავია და აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ სავსე მთვარის მომდევნო კვირა დღეს, ებრაული პასექის სწორს. მას წინ უსწრებს დიდი მარხვა, რომელიც მორწმუნეებს აღდგომის შესახვედრად ამზადებს. აღდგომის დღესასწაული გრძელდება ერთ კვირას (ბრწყინვალე შვიდეული) ახალ კვირამდე (კვირაცხოვლობა). აღდგომის აღნიშვნის დღე დაადგინა ნიკეის საეკლესიო კრებამ (325 წ.) სააღდგომო საგალობლების უმეტესი ნაწილი იოანე დამასკელს ეკუთვნის. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადებულია უქმე დღედ (თარიღი გარდამავალია).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……