უქმე დღეები

უქმე დღეები

E. nonworking days

საქართველოში საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები არ მუშაობენ შემდეგ უქმე დღეებში: ა) 1 და 2 იანვარს – ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში; ბ) 7 იანვარს – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღეს; გ) 19 იანვარს – ნათლისღებას – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღეს; დ) 3 მარტს – დედის დღეს; ე) 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს; ვ) 9 აპრილს – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეს, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს; ზ) სააღდგომო დღეებში – დიდ პარასკევს, დიდ შაბათს, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს; მიცვალებულთა მოხსენიების დღეს – აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს (თარიღები გარდამავალია); თ) 9 მაისს – ფაშიზმზე გამარჯვების დღეს; ი) 12 მაისს – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეს; კ) 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს; ლ) 28 აგვისტოს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს (მარიამობას); მ) 14 ოქტომბერს – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღეს; ნ) 23 ნოემბერს – გიორგობის დღეს. უქმე დღეებში დასაშვებია მხოლოდ ისეთი სამუშაოები, რომელთა შეჩერება შეუძლებელია საწარმოო – ტექნიკური პირობებით (უწყვეტად მოქმედი საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია), სამუშაოები, რომლებიც გამოწვეულია მოსახლეობის მომსახურების აუცილებლობით, აგრეთვე, გადაუდებელი საავარიო – სარემონტო და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, 64-ე მუხლი).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……