უცხოელები

უცხოელები

E. foreigner

საქართველოს კანონმდებლობით, უცხოელებად ითვლებიან: ა) პირები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები და აქვს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი (უცხო სახელმწიფოს მოქალაქე); ბ) მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთაც აქვთ უცხო სახელმწიფოში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, აგრეთვე, უცხო სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი (საქართველოს 1993 წლის 3 ივნისის კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მუხლი 1). საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებები და მოვალეობები აქვთ, გარდა კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი გამონაკლისისა. უცხოელს უფლება არა აქვს, მაგალითად, მონაწილეობა მიიღოს არჩევით ორგანოში, რეფერენდუმში, შექმნას პოლიტიკური პარტია და ა.შ.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……