უძრავი ნივთის შეძენისა და გასხვისების წესები

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

უძრავ  ნივთებს  მიეკუთვნება  მიწის  ნაკვეთი,  მასში  არსებული  წიაღისეულით,  მიწაზე  აღმოცენებული  მცენარეები,  ასევე  შენობა  ნაგებობები  ,  რომლებიც  მყარად  დგას  მიწაზე.

უძრავ  ნივთზე  უფლების  წარმოშობის  საფუძველია:

უძრავი  ქონების  რეგისტრაციას  ახორციელებს  საქართველოს  იუსტიციის  სამინისტროს  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირი  –  საჯარო  რეესტრის  ეროვნული  სააგენტოს  ტერიტორიული  სარეგისტრაციო  სამსახური.    უძრავი  ქონების  რეგისტრაციისთვის  შემდეგი  დოკუმენტებია  საჭირო:

განცხადებას  შეიძლება  თან  დაერთოს  სხვა  დოკუმენტებიც,  რომლებსაც  საკითხის  გადაწყვეტისთვის  შეიძლება  გარკეული  მნიშვნელობაც  ჰქონდეს.

უძრავ  ნივთზე  უფლების  წარმოშობისთვის  აუცილებელია  ხელშეკრულების  წერილობითი  ფორმის  დაცვა  და  მისი  რეგისტრაცია  საჯარო  რეესტრში.  უძრავი  ნივთის  გასხვისების  ან  შეძენისთვის  სვალდებულო  არ  არის  ხელშეკრულების  სანოტარო  წესით  დადება.  ამ  მოქმედების  განხორციელება  დამოკიდებულია  მხარეთა  ნებაზე.

მიწის  ნაკვეთისა  და  სხვა  უძრავი  ქონების  გამყიდველს  ეკისრება  ნასყიდობის  ხელშეკრულების  გაფორმების,  საჯარო  რეესტრში  რეგისტრაციისა  და  ამისთვის  საჭირო  საბუთების  წარდგენის  ხარჯები.    მხარეებს  შეუძლიათ  შეთანხმების  საფუძველზე  შეცვალონ  ზემოთაღნიშნული  პირობა.

უძრავი  ქონების  რეგისტრაცია  ხდება  განხხადების  შეტანიდან  4  დღის  ვადაში,  ხოლო  რეგისტრაციისთვის  დაწესებული  საფასური  შეადგენს  50  ლარს.