უძრავი ქონების გადაცემისთვის საგადასახადო შეღავათი

უძრავი ქონების გადაცემისთვის საგადასახადო შეღავათი

E. exemption from tax on transfer of real estate

დაბეგვრისაგან თავისუფლდება უძრავი ქონება, რომელიც გადაიცემა: ა) იჯარის ან ქირავნობის ხელშეკრულება 1 წელზე ნაკლები ვადით; ბ) მეუღლისთვის, მშობლებისა ან შვილისთვის; გ) განქორწინების საფუძველზე; დ) უსასყიდლოდ სახელმწიფოსთვის, საბიუჯეტო, საქველმოქმედო ან რელიგიური ორგანიზაციისთვის; ე) რეორგანიზაციის შემთხვევაში; ვ) “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მიხედვით ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 166).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……