უხიფათო ელექტრონული გარიგება

უხიფათო ელექტრონული გარიგება – (ინტ.) secure electronic transaction, SET – სტანდარტი, რომელიც ადგენს საკრედიტო ბარათების საშუალებით, ინტერნეტში დაცული გარიგებების (ტრანზაქციების) შესრულების წესებს. ციფრული ხელმოწერის შემოწმების გზით, გამყიდველს შეუძლია დაადგინოს, არის თუ არა მყიდველი ის პიროვნება, რომელადაც იგი თავს ასაღებს. ამავე დროს, საკრედიტო ბარათის ნომერი მისთვის უცნობი რჩება. გაყიდულ საქონელზე ანგარიშსწორებისათვის მყიდველის საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერა მხოლოდ სავაჭრო ქსელის პასუხისმგებელ ადმინისტრატორს შეუძლია და ისიც მხოლოდ ერთჯერ, რადგან ანგარიშის კოდი განსხვავებულია ყოველი ტრანზაქციისათვის. სტანდარტი საკმაო უსაფრხოების პირობებს უქმნის საკრედიტო ბარათების მფლობელებს, თუმცა ელექტრონულ ბიზნესში უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიები არ არსებობენ.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……