ფაილი

ფაილი

E. file რიგი, კარტოთეკა, საქაღალდე, სწრაფჩამკერი

კომპიუტერში ერთი დასახელებით შენახული ჩანაწერების მოწესრიგებული ან სხვა მონაცემთა ერთობლიობა. დასახელება, როგორც წესი, შეიცავს, ერთმანეთისგან წერტილით გამოყოფილ ფაილის სახელწოდებასა და გაფართოებას.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ფაილი – (ინტ.) file  მეხსიერების სახელწოდებულ არეში ჩაწერილ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც განიხილება როგორც განუყოფელი მთლიანობა; მეხსიერების არის  სახელი ერთდროულად ფაილის სახელიცაა. ფაილების სახელები ინახება დირექტორიებში, ანუ კატალოგებში. ფაილის სრული სახელი მოიცავს მის მოკლე სახელს, გაფართოვებას, რომელიც ფაილის ტიპს განსაზღვრავს და  იმ გზას, რომელიც საჭიროა პროგრამის მიერ ფაილი დან მონაცემების წაკითხვისათვის (აქტივიზაციისათვის).; ფაილის სტრუქტურული ელემენტებია მონაცემთა ველები და ჩანაწერები (რაიმე ნიშნით დაკავშირებულ ველთა ჯგუფები). ფაილის სისტემური სტატუსი განისაზღვრება მისი ატრიბუტებით, რომლებიც, სრული სახელის გარდა მოიცავენ ფაილის ზომას, შექმნისა და ცვლილებების შეტანის თარიღებს, ავტორის სახელს, ფაილთან დაშვების პირობებს და სხვ.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……