ფაქტების შეკრება

ფაქტების შეკრება

E. Fact-finding

ფ.შ. ადამიანის უფლებათა სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი სტრატეგიაა. მისი საბოლოო მიზანი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული ვითარების გაუმჯობესებაა. უცხოური არასამთავრობო უფლებების დამცველი ორგანიზაციებისათვის ფ.შ-ისას მნიშვნელოვანია ადგილზე არსებული ვითარება: \n1. ხომ არ არის შექმნილი შიშის ატმოსფერო და შეუძლია თუ არა ადამიანს რისკის გარეშე განაცხადოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ; \n2. ესმის თუ არა საზოგადოებას ადამიანის უფლებათა დაცვის ნორმები და არის თუ არა გაცნობიერებული, რომ ადამიანის უფლებები არ უნდა დაირღვეს; \n3. არსებობს თუ არა დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, რომელიც შეძლებს რეაგირებას ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რომლის შესახებაც მას დამოუკიდებელი ორგანიზაციები აცნობებენ; \n4. არსებობს თუ არა ადგილობრივი უფლებების დამცველი ორგანიზაციები; \n5. შეუძლია თუ არა ადგილობრივ პრესას თავისუფლად გაავრცელოს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ; \n6. გასაგებია თუ არა ადგილობრივი სალაპარაკო ენა უცხოელთათვის იმდენად, რომ გადაიცეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ; \n7. არსებობს თუ არა გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურები (ტელეფონი, ფოსტა, სამუშაო მივლინებები); \n8. არსებობს თუ არა ლტოლვილთა, ან ემიგრანტთა მნიშვნელოვანი ერთობა, რომელთაც ხელი მიუწვდებათ ინფორმაციაზე ადამიანის უფლებათა შესახებ; აქვთ თუ არა მათ ურთიერთობა უფლებათა დამცველ უცხოურ ორგანიზაციებთან; \n9. არის თუ არა ფ.შ-ის საშუალება იმ ქვეყანაში, ან ადგილას, სადაც შეიძლება აღმოჩნდნენ ლტოლვილები. \nშეიძლება გამოვყოთ ფ.შ-ის შემდეგი სახელმძღვანელო პრინციპები: \n1. ფაქტების შემკრები პირები უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი, ობიექტურნი და მიუკერძოებელნი; \n2. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა ფაქტების შეკრების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება; \n3. მოხსენებაში უნდა აისახოს ფაქტების შემკრებთა უფლებამოსილებების წრე და გამოყენებული მეთოდები; \n4. ფაქტების შემკრები პირები გულმოდგინედ უნდა შეირჩნენ მათი უნარის და გამოცდილების მიხედვით; \n5. ხელისუფლებას უნდა ეცნობოს ფაქტების შემკრებ პირთა და მათი უფლებამოსილების წრის შესახებ; \n6. ფაქტების შემკრები პირები დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ ფაქტების მიღების, გადამოწმების და შეფასების პროცესში; \n7. ფაქტების შეფასებისას საჭიროა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის კონკრეტულ ნორმებზე მითითება; \n8. აუცილებელია, რომ, არასამთავრობო ორგანიზაცა ითვალისწინებდეს ხელისუფლების მიერ მოხსენების კომენტირების შესაძლებლობას. ნებისმიერ შემთხვევაში მოხსენება პუბლიკაციამდე უნდა წარედგინოს ხელისუფლებას

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……