ფემინურობა

ფემინურობა

(ლათ. Femininus – ქალური) – მოცემულ სოციუმში იმ თვისებათა ერთობლიობა, რომელსაც ქალს მიაწერენ. პატრიარქატი, ბუნებრივია, თავის სტერეოტიპულ შეხედულებებს ქმნის, ამკვიდრებს ქალურობის ჩარჩოებს და თავისი ისტორიული, ეთნოსპეციფიკური მახასიათებლები შეაქვს ქალურობის გამოვლინებაში. ქალურობა – სინაზე, სიმშვიდე, პასიურობა, ემოციურობა, მზრუნველობა თითქოს მასკულინობის, კაცურობის ოპოზიციაა. \ ანთროპოლოგიურად ქალი შეესაბამება ბუნების პასიურ პრინციპს. იუნგი „ტრანსფორმაციის სიმბოლოებში“ წერდა, რომ უწინ ქალი იყო ევა, ან ელენე, ან სოფია, ან მარიამი. სახელების შესაბამისი თვისებები კი ასე ნაწილდებოდა – იმპულსურობა, ემოციურობა, ინტელექტუალობა და კეთილშობილება. ევა არა მარტო ძველი, არამედ თანამედროვე კულტურაშიც მოიაზრება როგორც მაცდური, ცოდვილი, რომელიც „ქვევით“ ექაჩება ადამს. მიღებულია, რომ ევა და ელენე იერარქიულ კიბეზე უფრო დაბლა დგანან, ვიდრე მამაკაცი. \ ფემინისტები თვლიან, რომ ქალურობა არის არა ბუნებით მონიჭებული ფუნქცია-როლი, არამედ აღზრდით განპირობებული სოციალურ-კულტურული მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც გენდერულ სტერეოტიპებად გვევლინება. არადა ტრადიციულად მიჩნეული მასკულინური თვისებები – სიამაყე, პრინციპულობა, თვითკმარობა, გამბედაობა ისევე ახასიათებს მამაკაცს, როგორც – ქალს. თუმცა მიჩნეულია, რომ მამაკაცს ძირითადად უნდა ახასიათებდეს მასკულინობა და „ოდნავი“ ფემინურობა.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……