ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი

ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი

E. the rule of calculating and paying natural person’s property tax

გადასახადის გადახდა ხდება ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, ორ თანაბარ ნაწილად, არა უგვიანეს საანგარიშო წლის 15 ივნისისა და 15 ოქტომბრისა.

1. უძრავი ქონების მიხედვით ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი გამოიანგარიშება საბაზისო განაკვეთის გამრავლებით ზონირების კოეფიციენტზე, უძრავი ქონების კოეფიციენტსა და უძრავი ქონების საერთო ფართობზე. ზონირების კოეფიციენტის დიფერენცირება ხდება უძრავი ქონების ადგილმდებარეობის ზონების მიხედვით. ზონების (ცენტრალური, შუალედური და პერიფერიული) საზღვრების დადგენა და ზონირების კოეფიციენტის დიფერენცირება ხდება დასახლებული პუნქტის განაშენიანების გეგმის ან სხვა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მონაცემთა საფუძველზე, რომელთაც ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. ამასთან, იმ ქალაქებში, რომელთა მოსახლეობა აღემატება 50 ათასს, ძირითად ზონებში შეიძლება განისაზღვროს ქვეზონები და შესაბამისი კოეფიციენტები;

2. უძრავი ქონების კოეფიციენტის დიფერენცირება ხდება უძრავი ქონების მშენებლობის დასრულების შემდეგ, მისი ჩაბარების ვადის მიხედვით (10 წლამდე, 10-დან 20 წლამდე და 20 წლის ზევით). უძრავი ქონების კოეფიციენტს ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. გადასახადის ოდენობა 1 კვადრატულ მეტრზე არ უნდა აღემატებოდეს საბაზისო განაკვეთის ორმაგ ოდენობას. გადასახადი გამოიანგარიშება საგადასახადო ორგანოების მიერ ყოველი წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილ მონაცემთა საფუძველზე. რამდენიმე პირის კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გადასახადი გადაიხდევინება თითოეული თანამფლობელის ხვედრითი წილის შესაბამისად;

3. ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული ქონების ღირებულება გამოიანგარიშება აქტივების ღირებულებისა (მათი შეძენის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები, აგრეთვე, სხვა ხარჯები, რომლებიც ზრდიან მათ ღირებულებას) და საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ამორტიზაციის ნორმების გათვალისწინებით. გამოანგარიშებული გადასახადის თანხის შესახებ საგადასახადო შეტყობინებას საგადასახადო ორგანოები გადასახადის გადამხდელებს წარუდგენენ არა უგვიანეს საანგარიშო წლის 1-ელი მარტისა (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 139).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……