ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის

ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის

E. fixed tax rate on producing rolls and buns

გადასახადის განაკვეთი თვეში:

1. საცხობებისათვის მათი მოქმედი ღუმელების საცხობი ფართობის ყოველ კვადრატულ მეტრზე შეადგენს: 270 ლარს იმ საცხობებისათვის, რომელთა მოქმედი ღუმელების საცხობი ჯამური ფართობი აღემატება 20 კვ.მ-ს; 200 ლარს იმ საცხობებისათვის, რომელთა მოქმედი ღუმელების საცხობი ჯამური ფართობი არ აღემატება 20 კვ.მ-ს;

2. იმ საცხობებისათვის, რომელთა მოქმედი ღუმელების საცხობი ჯამური ფართობი არ აღემატება 3 კვ.მ-ს, თითოეული თონისათვის ფიქსირებული გადასახადი განისაზღვრება მათი განთავსების ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით და შეადგენს: 50 000 მოსახლემდე – 20 ლარს; 50 000-დან 200 000 მოსახლემდე – 35 ლარს; 200 000 მოსახლის ზევით – 50 ლარს (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 273).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……