ფორსმაჟორი

ფორსმაჟორი

E. Force-majeure

საერთაშორისო (საჯარო) და საერთაშორისო კერძო სამართალში მოქმედი პირობა, რომელიც დროებით ან საერთოდ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს (მხარეს) ვალდებულებათა შესრულებისაგან მათთვის (მისთვის) დამოუკიდებელი შემთხვევის დადგომისას. მაგალითად, საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონით ნავთობისა და გაზის შესახებ განსაზღვრულია, რომ სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი და სხვა საწარმოო არეულობანი, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერის ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომლებიც მხარეთა კონტროლს არ ექვემდებარება და რომელთა თავიდან აცილება მათ მიერ შეუძლებელია, არ ითვლება ინვესტორის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებად, თუ იგი ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არსი დაკავშირებული \nფმ-ზე დაყრდნობით შეიძლება მოხდეს ადამიანის უფლებების გარკვეული სფეროს შეზღუდვა, როდესაც სახელმწიფო უძლურია, შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებების დაცვა (მაგ., კონფლიქტის არიდან უამრავი ლტოლვილის შემოსვლა, სამოქალაქო ომით გამოწვეული არეულობა და სხვ.)

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

2. ფორსმაჟორი – სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორსმაჟორად არ ითვლება ინვესტორის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული. ამ დროს მხარეებს შორის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელ თანხაზე ფორსმაჟორის შემთხვევაში გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება.   Source: საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……