ფრაივესი

ფრაივესი

E. Privacy

ფ., რომელსაც სხვაგვარად პირადი ცხოვრების უფლებას უწოდებენ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის, სხვა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების მიერ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ის იმთავითვე იგულისხმება ადამიანის ღირსების საფუძველში და სხვა ძირითად ღირებულებებში, როგორიცაა: შეკრებებისა და სიტყვის თავისუფლება. ფ. ნიშნავს, რომ არავინ აქვს უფლება არამართლზომიერად შელახოს პირადი ცხოვრების, ოჯახის, საცხოვრებელი ადგილისა და კორესპონდენციის ხელშეუხებლობა, აგრეთვე ადამიანის ღირსება. გარკვეული აზრით, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის ყველა უფლება ფ-ს ფორმაა. ფ. ოთხი სახისაა: 1. საინფორმაციო – პერსონალური მონაცემების შეკრება და დამუშავება, როგორიცაა საბანკო და სამედიცინო ინფორმაცია; 2. ფიზიკური – ადამიანის სხეულის დაცვა უცხო ჩარევისაგან, როგორიცაა: ნარკოტიკების გამოცდა და შინაგან ორგანოთა გამოკვლევა;. 3. კომუნიკაციური – საფოსტო შეტყობინებების, სატელეფონო საუბრების, ელექტრონული ფოსტის და კავშირის სხვა საშუალებების დაცულობა; 4. ტერიტორიული – საცხოვრებელ, სამუშაო და საზოგადოებრივ ადგილებში შეჭრის შეზღუდვა. თითოეული ადამიანი კანონით უნდა იყოს დაცული ამგვარი ჩარევისაგან. ფ. ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებაა, მისი არაერთგვაროვნებისა და სირთულის გამო. ტექნიკური პროგრესი (იდენტიფიცირების მეთოდები, ბიომეტრია, კომუნიკაციების კონტროლი, ინტერნეტისა და ელექტრონული ფოსტის კონტროლის შესაძლებლობის ჩათვლით, ვიდეოდაკვირვება და სხვა მრავალი) მრავალრიცხოვან პრობლემას უქმნის ამ უფლების სრულფასოვან განხორციელებას, ვინაიდან ბევრ ქვეყანაში კანონმდებლები ხშირად ჩამორჩებიან ტექნიკურ პროგრესს.

See also: პირადი ცხოვრების უფლება

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……