ფრატრია

ფრატრია

სოციალური ორგანიზაციის ფორმა ათენსა და ძველი საბერძნეთის სხვა რეგიონებში. ფ–ის წევრებს ჰქონდათ თვითმმართველობის საერთო ორგანოები და კულტი. ეს ტერმინი მეცნიერებაში შემოიტანა ლ. მორგანმა. ფ. იყო მონათესავე გვართა გამაერთიანებელი ეგზოგამიური ჯგუფი, რომელიც საქორწინო კავშირში იმყოფებოდა სხვა ფ–სთან. ორი ფ–ის დუალური ორგანიზაცია შეადგენდა ტომს. ასეთი ორგანიზაციის მთავარი ფუნქცია იყო საქორწინო ურთიერთობათა რეგულირება.

See also: გვარი, ტომი, ფრატრია

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……