ფულადი პოლიტიკა

ფულადი პოლიტიკა

E. Monetary Policy

ფულადი პოლიტიკა განსაზღვრულია ევროგაერთიანების ხელშეკრულების 105-111-ე მუხლებით. პოლიტიკის ეს სფერო უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იყო ეკონომიკური და სავალუტო კავშირის დაარსებისათვის. გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განსხვავდება განსახილველი საკითხების მიხედვით: წევრი სახელმწიფოების მიერ ფულის გამოშვებისათვის (მუხლი 106(2)) გამოიყენება თანამშრომლობის პროცედურა ევროპის ცენტრალური ბანკთან კონსულტაციების შემდეგ; ვალუტის გადაცვლის კურსის ფორმულირებისათვის (მუხლი 111(2)) ევროპის ცენტრალური ბანკის ან კომისიის რეკომენდაციით მინისტრების საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით ევროპის ცენტრალურ ბანკთან კონსულტაციების შემდეგ; ევროპის ცენტრალური ბანკების სისტემის ქარტიით გათვალისწინებული ზომების განსახორციელებლად (მუხლი 107(6)) და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ჯარიმების დაკისრების ზღვრებისა და პირობების შესახებ მინისტრების საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით ევროპის ცენტრალური ბანკის რეკომენდაციის საფუძველზე და ევროპარლამენტთან და კომისიასთან კონსულტაციების შემდეგ; ევროპის ცენტრალურ ბანკთა სისტემის წესდებაში ტექნიკური ცვლილებების შეტანისათვის მინისტრების საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კვალიფიციური უმრავლესობით ევროპის ცენტრალური ბანკის რეკომენდაციის საფუძველზე კომისიასთან კონსულტაციისა და ევროპარლამენტისგან თანხმობის მიღების შემდეგ; არაგაერთიანების ვალუტებთან ევროს გადაცვლის კურსის შესახებ (მუხლი 111(1)) საბჭო ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას ევროპის ცენტრალური ბანკის ან კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ევროპარლამენტთან კონსულტაციის შემდეგ.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……