ფუნქცია და დისფუნქცია

ფუნქცია და დისფუნქცია

ამ ორ ცნებას შორის განსხვავება გვიანდელ ფუნქციონალიზმში რობერტ მერტონმა შემოიტანა, როდესაც იგი აანალიზებდა თანამედროვე, სეკულარიზებული საზოგადოების მახასიათებლებს. ფ–ს მერტონი განსაზღვრავს როგორც „დაკვირვებად შედეგებს, რომლებიც ხელს უწყობს მოცემული სისტემის მიმართ ადაპტაციას და შეგუებას“. სხვანაირად რომ ითქვას, ფ–ში იგულისხმება გარკვეული ამოცანა (დავალება), რომელსაც რაიმე ინსტიტუტი ასრულებს უფრო ფართო სოციალური სტრუქტურებისათვის, რაც მიუთითებს მის წვლილზე სოციალური დანაწესების უწყვეტობასა და შენარჩუნებაში. რაც შეეხება დ–ს, მერტონის განსაზღვრებით, ესაა „ის დაკვირვებადი შედეგები, რომლებიც ამცირებენ სისტემის მიმართ ადაპტაციას და შეგუებას“. მერტონი საუბრობს აგრეთვე არაფუნქციური შედეგების ემპირიულ შესაძლებლობაზე, რომელიც უბრალოდ სულერთია განსახილველი სისტემისათვის. ნებისმიერ მოცემულ მომენტში მოვლენას შეიძლება ჰქონდეს როგორც ფ–ური, ისე დ–ური შედეგები. ეს, მერტონის მიხედვით, წარმოშობს შედეგთა ერთობლიობის წმინდა „ბოლოვადი ბალანსის“ განსაზღვრის პრობლემას, როდესაც სისტემის სტაბილურობისათვის აუცილებელია შენარჩუნდეს წონასწორობა მოვლენის განსხვავებულ შედეგებს შორის.

See also: ფუნქციონალიზმი, ფუნქციური ანალიზის პოსტულატები

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……