ქალთა ავტობიოგრაფია

ქალთა ავტობიოგრაფია

ფემინისტურ ლიტერატურაში არსებული ჟანრი, რომელიც ასახავს ქალის თვალთახედვას საკუთარი ცხოვრების აღწერისას. ფრიად საინტერესოა ჟურნალისტ ქალთა საკუთარი „მე“-ს რეალიზების პროცესის დოკუმენტირება. ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ე. ბენკსი იყო პირველი ჟურნალისტი ქალი, რომელმაც ავტობიოგრაფია გამოაქვეყნა. ავტობიოგრაფია მოგვითხრობს ქალის გაცნობიერებულ ბრძოლაზე საზოგადოებრივ სტერეოტიპებსა და თავის ე.წ. ქალურ საწყისთან. ქალთა ავტობიოგრაფიები ძირითადად მოიცავს „მე“-ს თვითრეალიზაციის პროცესის აღწერას, საკუთარი პროფესიონალიზმის აღიარებისათვის განვლილ გზას – გამარჯვებასა და დამარცხებას.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……