ქალთა გაერთიანებები

ქალთა გაერთიანებები

ქალთა თუ ქალთა ჯგუფებს შორის წარმოქმნილი ერთობა, რომელმაც შეიძლება მიიღოს ორგანიზაციის, ფონდის, საინიციატივო ჯგუფის, რეგიონალური სტრუქტურის, დროებითი კავშირის სახე და შეიძლება იმოქმედოს ლობისტური მექანიზმის თუ ედვოკასის განხორციელების, არაფორმალური გავლენის, ქველმოქმედების, პარტიის შექმნის თუ სხვა მიზნის მისაღწევად. ქალთა აქტიური ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათი მდგომარეობის ანალიზი, დისკრიმინაცია და მსგავსი სახის ინფორმაციის არსებობა ზრდის ქალთა მოტივაციას, გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე (პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა და ა.შ.). ქალთა გაერთიანებების ძირითადი მიზანია ქალთა უფლებების დაცვა, პროფესიული მხარდაჭერა და ქალთა ჩართვა გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში, გენდერული უთანასწორობის დაძლევა, ქალთა თვითრეალიზაციისათვის ხელშეწყობა, ცხოვრებაში საერთაშორისო დონის გადაწყვეტილებების დანერგვა, სოციალურ-კულტურულ რეალობაში ქალთა თვალთახედვის დამკვიდრება, აქტიური მონაწილეობა სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ პროცესებში. ქალთა გაერთიანებები ქმნიან ე.წ. ქალთა პოლიტიკურ, პროფესიულ, კულტურულ, სამეცნიერო, ინფორმაციულ თუ სოციალურ ქსელებს, რომლის სუბიექტები პარტნიორულ, თანასწორუფლებიან, ჰორიზონტალურ, არაიერარქიულ პრინციპებს აღიარებენ და ახორციელებენ. \ საქართველოში არსებობს ქალთა 70-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია („გენდერული განვითარების ასოციაცია“, „ქალთა პოლიტიკური რესურს-ცენტრი“, „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“, ქალთა რესურს-ცენტრი „სათნოება“ და ა.შ.), რომელთგანაც 45-ზე მეტი ეუთოს მხარდაჭერით შექმნილ ქალთა არასამთავსრობო ორგანიზაციათა კოალიციაშია გაერთიანებული. კოალიციაში არსებობს სხვადასხვა სამუშაო ჯგუფები ინტერესთა მიხედვით, მაგალითად: ,,ქალი და მშვიდობის მშენებლობა“, ,,ქალი, გარემო და გლობალური უსაფრთხოება“, „ქალი და პოლიტიკა“ და სხვა. არსებობს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველო“ – ს მიერ შექმნილი ჟურნალისტ ქალთა ქსელი, რომელიც ქალთა პრობლემებზე მუშაობს, „კავკასიის ქალთა ლიგა“, „კავკასიის ახალგაზრდული ქალთა ღია ქსელი“, „ქალთა სამშვიდობო საბჭო“, ქალებისა და ბავშვების ძალადობისაგან დაცვის რეგიონალური კომიტეტები და ა.შ. \ საქართველოში და პოსტსაბჭოურ სივრცეში ამგვარი გაერთიანებების შექმნა ძირითადად საერთაშორისო ფონდების, დონორი ორგანიზაციების საშუალებით ხდება. \ აზერბაიჯანში არსებობს „ქალთა კოალიცია 1325“, სომხეთში – ორგანიზაცია „საუნივერსიტეტო განათლების მქონე ქალები“, რუსეთში – ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი, ბალტიისპირეთში – ქალთა ორგანიზაციების „მრგვალი მაგიდები“ და ა.შ. \ \nარსებობს საერთაშორისო ქსელები – აღმოსავლეთ-დასავლეთის ქალთა ქსელი, ასევე ელექტრონული, საინფორმაციო ქსელები. ხდება ბუკლეტების, მიმართვების, მასმედიის სიახლეების, გენდერული კვლევის შედეგების ურთიერთგაცვლა. \ დასავლეთის ქვეყნებში არსებულ ქალთა ფონდებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ აღმოსავლეთი თუ ცენტრალური ევროპის ქალთა გაერთიანებების საქმიანობათა ინიცირებაში. \ ისტორიულად ქალთა გაერთიანებები მნიშვნელოვან როლს ასერულებდნენ საზოგადოების რეფორმირების, დემოკრატიზაციის პროცესში. მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში აგორდა სუფრაჟისტების (ინგლ. suffrage – ამომრჩევლის უფლება) მოძრაობა, რომლის შედეგად ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……