ქალთა მდგომარეობის კომისია

ქალთა მდგომარეობის კომისია

E. Commission on the Status of Women

გაეროს ეკონიმიკური და სოციალური საბჭოს (ეკოსოსი) კომისია, რომელიც დაფუძნდა ეკოსოსის #5 (1) რეზოლუციის საფუძველზე 1946 წელს. კომისია შედგება 32 სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან, რომლებიც ოთხი წლის ვადით აირჩევიან. იგი იკრიბება ორ წელიწადში ერთხელ. კომისია ამზადებს რეკომენდაციებს, მოხსენებებსა და საკონსულტაციო დასკვნებს ეკოსოსისათვის ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის სფეროში. კომისიამ მონაწილეობა მიიღო ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტების შემუშავებაში, როგორებიცაა: 1) 1951 წლის კონვენცია ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ; 2) 1957 წლის კონვენცია დაქორწინებული ქალის მოქალაქეობის შესახებ; 3) კონვენცია (1979) ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ და სხვა.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……