ქალთა II საერთაშორისო კონფერენცია

ქალთა II საერთაშორისო კონფერენცია

გაიმართა 1980 წელს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში და მან I კონფერენციის სედეგები შეაჯამა. კონფერენციის მუშაობაში 145 ქვეყნის დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. აღინიშნა, რომ მიუხედავად კანონით გამყარებული უფლებებისა, ქალთა რეალური მდგომარეობის გაუმჯობესება არ მომხდარა. 1980-85 წლების სამოქმედო პროგრამაში ხაზგასმული იყო ურთიერთკავშირი მშვიდობის მშენებლობას, განიარაღებას, ქვეყნისეკონომიკურ-კულტურულ განვითარებასა და ქალთა მდგომარეობას შორის. პროგრამით გათვალისწინებული იყო ქმედებები ქალთა პოლიტიკური აქტიურობის გასაძლიერებლად და ქალთა სამსახურებრივი დაწინაურების, სოფლელ ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ბრძოლა სიღარიბესთან. კოპენჰაგენში მსოფლიო კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმი, რომლის მუშაობაშიც 8 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მაღალი შეფასება მიეცა 1979 წელს მიღებულ ,,ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის კონვენციას“. კოპენჰაგენში ჩატარდა ამ კონვენციის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია. სსრკ იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ კონვენციას ხელი მოაწერა, ხოლო შემდეგ მისი რატიფიცირება მოახდინა.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……