ქალთა III მსოფლიო კონფერენცია

ქალთა III მსოფლიო კონფერენცია

გაიმართა 1985 წელს კენიის დედაქალაქ ნაირობიში. მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 157-მა ქვეყანამ და 160-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ. კონფერენციამ შეაჯამა ქალთა ათწლეულის შედეგები და დაასკვნა, რომ განვითარებად ქვეყნებში ქალთა მდგომარეობა ფაქტობრივად არ შეცვლილა. ასე რომ ათი წლის განმავლობაში განსახორციელებელმა პროგრამამ მიზანს ვერ მიაღწია და არსებული პრობლემების გადასაწყვეტად ახალი სტრატეგიები დაიგეგმა. ქვეყნების მთავრობებს დაევალათ ეროვნული კანონმდებლობებისა და კონსტიტუციის დახვეწა, სოციალურ პროგრამებში და პოლიტიკურ ცხოვრებაში გენდერული ასიმეტრიის დაძლევა. \ პარალელურად მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმი, რომელშიც 15 ათასმა ქალმა მიიღო მონაწილეობა. შემუშავებულ გეგმაში ხაზგასმული იყო, რომ ქალთა დისკრიმინაცია წარმოადგენს მწვავე სოციალურ პრობლემას, რომლის დაძლევას სჭირდება არა მარტო ქალთა, არამედ მთელი საზოგადოების ძალისხმევა.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……