ქალთა IV მსოფლიო კონფერენცია

ქალთა IV მსოფლიო კონფერენცია

გაიმართა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში 1995 წელს და მასში 189 ქვეყნის 17000-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე შეჯამდა ნაირობიში გამართული შეხვედრის შედეგები და აღინიშნა, რომ აქცენტი ქალთა პრობლემებიდან უნდა გადასულიყო გენდერის კონცეფციაზე – ცვლილებები უნდა შეხებოდა საზოგადოებაში ქალისა და მამაკაცის როლის ყველა ასპექტს. კონფერენციის შემაჯამებელი დოკუმენტი შეიცავდა გენდერული თანასწორობის მიღწევის სტრატეგიას განათლებაში, ჯანდაცვაში, პოლიტიკაში. აღინიშნა, რომ ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში უზრუნველყოფდა საზოგადოებაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და გენდერული ასიმეტრიის დაძლევას. \ კონფერენციამ ერთხმად მიიღო პეკინის დეკლარაცია და მოქმედებათა პლატფორმა, რომელიც ქალთა შესაძლებლობებს აფართოებს. დასახელდა 12 ძირითადი საპრობლემო სფერო, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში ქალთა სრულფასოვან ჩართვას: ქალი და სიღარიბე; განათლება და ქალთა პროფესიული მომზადება; ქალი და ჯანდაცვა; ქალთა მიმართ ძალადობა; ქალი და შეიარაღებული კონფლიქტები; ქალი და ეკონომიკა; ქალთა მონაწილეობა მმართველ ორგანოებსა და გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში; ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების ინსტიტუციონალური მექანიზმები; ქალი და უსაფრთხოება; ქალი და გარემო; ქალი და ადამიანის უფლებები; ქალი და მასმედია; გოგონები. \ კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმი, რომელშიც 47 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის დასასრულს პეკინში მიღებული გეგმის შესრულებაზე კონტროლის გაწევის ვალდებულება გაერომ აიღო.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……