ქარიზმატული მმართველობა

ქარიზმატული მმართველობა

ქარიზმის ცნება სოციალურ მეცნიერებებში შემოიტანა მ.ვებერმა. ასეთი მმართველობისას ლიდერის, ბელადის კავშირი ხალხის მასასთან დამყარებულია არა რაციონალურ, არამედ ირაციონალურ ემოციურ–მისტიკურ საფუძველზე, ლიდერის – ნახევრად ღმერთის ზებუნებრივი თვისებების ბრმა რწმენაზე. ამიტომ ქ.მ. – არის ხელისუფლება, რომელიც ისეთი ლიდერის ერთგულებაზეა დამყარებული, რომელსაც ზეადამიანურ, თითქმის მისტიკურ თვისებებს მიაწერენ. ქ. მ
– ის ტიპიური გამოვლინებაა, მაგ., პიროვნების კულტი. თანამედროვე ისტორიაში ქარიზმატული ლიდერები იყვნენ; ვლადიმირ ლენინი, იოსებ სტალინი, მაჰათმა განდი, ჯავაჰარლალ ნერუ, მაო ძე დუნი, ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, კიმ ირ სენი, მარტინ ლუთერ კინგი და სხვ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……