ქონებაზე ყადაღის დადება

ქონებაზე ყადაღის დადება

E. sequestration of property

მესაკუთრის ან მფლობელისათვის ქონების განკარგვის ან ქონებით სარგებლობის უფლების აკრძალვა. სისხლის სამართლის პროცესში სამოქალაქო სარჩელის, სხვა ქონებრივი სახდელის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია ყადაღა დაადოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა თუ განსასჯელის, აგრეთვე, მათი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არის მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ. სამოქალაქო პროცესში ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ღონისძიებას. სისხლის სამართლის საქმეზე ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოსამართლის ბრძანებით, რომელიც გაიცემა მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე. ყადაღის დადება არ შეიძლება საჭირო კვების პროდუქტებზე, სათბობზე, პროფესიული საქმიანობის ინვენტარსა და სხვა საგნებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ დგება ოქმი კანონით დადგენილი წესით. ყადაღადადებული ქონების ბედი გადაწყდება სასამართლოს განჩინებით ან საქმის შეწყვეტის დადგენილებით. ეს ღონისძიება შეიძლება გაუქმდეს უფრო ადრეც, თუ მოისპო მისი გამოყენების საფუძველი (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 190-199).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……