ქორონიკონი

ქორონიკონი

მე-6 საუკუნეში ქრისტიანულ სამყაროში შემოღებული წელთაღრიცხვა. მისი ყოველი ციკლი („მოქცევა“) შეიცავს 532 წელს, რომელიც მზის (28 წ.) და მთვარის (19 წ.) ნამრავლითაა მიღებული. ყოველ ახალ მოქცევაში მცირდება მთვარის ასაკი, თვისა და კვირის თანმიმდევრობა. წელთაღრიცხვის ქორონიკონის სისტემით სარგებლობის მიზანია პასექის მოძრავი დღესასწაულის წინასწარი გამოთვლა. წლის დასაწყისად მარტია მიღებული. ქორონიკონი საქართველოში მე-8 საუკუნის 80-იან წლებიდან გამოიყენება. 2004 წ. ქორონიკონის მიხედვით არის 160 წ. (მე-15 „მოქცევა“).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……