ქორწინება

ქორწინება

სოციალური ინსტიტუტი, სოციალური ნორმების ერთობლიობა. ისტორიულად ქ. სანქციას აძლევს საპირისპირო სქესის ორი ან მეტი პარტნიორის ურთიერთობას, მათს ურთიერთმოვალეობებსა და უფლებებს, რაც არსებითია ოჯახის ფუნქციონირებისათვის. ქ. თითოეულ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობითა და დამკვიდრებული ტრადიციით, ადათ–წესებით ნებადართული ნებაყოფლობითი კავშირია საზოგადოების წევრებს შორის, რაც თითოეულ მათგანის გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს აღიარებს. ქ–ის გაბატონებული ფორმაა მეუღლეობა საპირისპირო სქესის ორ პირს შორის, თუმცა ზოგიერთ საზოგადოებაში ნებადართულია მრავალცოლიანობა და მრავალქმრიანობა (იხ. პოლიგამია, პოლიგინია, პოლიანდრია) და აგრეთვე ქორწინება ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის (იხ. ოჯახის სოციოლოგია).

See also: ოჯახის სოციოლოგია, პოლიგამია, პოლიგინია, პოლიანდრია

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. wedding

ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სახელმწიფო ორგანოებში. ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციისათვის მოწმობის გაცემის ჩათვლით გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი – 9 ლარის ოდენობით (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1106) („სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 4).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ქორწინება – ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……