ქსენოფობია

ქსენოფობია

E. Xenophobia

ქ. ნებისმიერი მუდმივი, ირაციონალური, ან გადაჭარბებული შიშია (ან სიძულვილი) უცხოელების, ან უცხო ადამიანების მიმართ. ამ სახის სიძულვილი, ან შიში ყოველთვის არ არის სტიმულირებული, წახალისებული, ან შეწყნარებული ხელისუფლების მხრივ.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

E. Xenophobia

შეუწყნარებლობა უცხოელების მიმართ, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში. ქ
ეფუძნება რწმენას, რომ უცხოელები ქმნიან ქვეყნის კულტურულ, ეკონომიკუ, სოციალურ გარემოს, აუარესებენ მკვიდრი მოსახლეობის მატერიალურ და სულიერ მდგომარეობას. ქ ჯერ კიდევ ძველი დროიდან მომდინარეობს (საკუთრივ ტერმინი ბერძნული წარმოშობისაა), მაგრამ თანამედროვე ეტაპზე სუსტად განვითარებული ქვეყნებიდან განვითარებულ ქვეყნებში მასობრივი იმიგრაციის (იხ. მიგრანტ-მუშები) პირობებში ეს მოვლენა ევროპასა და აშშ-ში ფართო მასშტაბებს იღებს და ხშირად მკვიდრ მოსახლეობასა და იმიგრანტთა შორის სისხლისმღვრელ კონფლიქტებს იწვევს. ქ რადიკალური, ექსტრემისტული პარტიების საარჩევნო პროგრამებში პოულობს ადგილს, რომლებიც დასაქმების პრობლემებს უცხოელების ფაქტორით ასაბუთებენ ევროპის საბჭო სასტიკად ებრძვის ამ მოვლენებს (იხ. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მიმართული ევროპული კომისია). აღსანიშნავია, რომ ქ
არა მარტო ევროპისა თუ აშშ-ის გარეთ მდებარე ქვეყნებიდან დაძრულ იმიგრანტებს ეხება, არამედ თვით ევროპის ამა თუ იმ ქვეყნებიდან გასულ მოსახლეობასაც.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

მტრობის გაძლიერებული განცდა ან შიში უცხოთა თუ სხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანთა მიმართ, რაც ხშირად ვლინდება არა მარტო ამგვარ ჯგუფთა მიუღებლობაში, არამედ ყოველგვარი უცხოს – ენის, ცხოვრების წესის, აზროვნების სტილისა და ა.შ. – მიუღებლობაშიც.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. xenophobia

Gk. Xenos უცხო, უცხოელი და phobos შიში

უცხოელებისა და ყოველივე უცხოურის სიძულვილი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……